16 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე - სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ  

რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება - პოლიცია გურიაში მომხდარ ინციდენტს იძიებს. ამ წუთებში ადგილობრივები სოფელ ბუკნარში არიან შეკრებილები და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მთავარი მიზანია დაიწყოს აქტიური დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს შექმნილი ვითარების განმუხტვა.

ადგილობრივი მუსლიმები თავისუფლად ლოცვის უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, სამლოცველო სახლთან მინარეთის აშენება და ხმის გამაძლიერებელი სისტემის დამონტაჟება არ იგეგმება.

"ერთი თვე რაც ესეთ ზღვარზე მივიდა ჩვენი საკითხი. არსებობს ესეთი დაპირისპირება აჭარელ მუსლიმებს და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის. ეს სახლი, რომელიც აჭარელმა მუსლიმებმა შევიძინეთ ჩვენი ფინანსებით სამლოცველოდ. პარასკეობით მოვდივართ და ვლოცულობთ. გვიშლიან რომ არ ილოცოთო," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები "კურიერთან" საუბარში ამბობენ, რომ ისინი ლოცვას არავის უშლიან, თუმცა მეჩეთის აშენების წინააღმდეგი არიან.

"ილოცონ, მე მაგათი ლოცვა არ მიშლიან ხელს. მეჩეთი არ ააშენონ და მოლამ არ იყვიროს და ილოცონ, მე რას მიშლის ხელს," - ამბობს ადგილობრივი.  

დღის ამბები