27 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთში კულტურის ძეგლები და ადმინისტრაციული შენობები სახელმწიფო დროშებითაა მორთული

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლსა და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

სახელმწიფო დროშებითაა მორთული დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზე.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღის ამბები