19 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრეგვაძემ სიმართლე თქვა - იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა დასრულდა

5 ჯერ შეცვლილი ჩვენების შემდეგ, დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ოქროს მოწმე იაკობ ბრეგვაძე ჯვარედინი წესით დაკითხეს.

სასამართლო პროცესი ადვოკატი და პროკურორი გამოვიდა, იაკობ ბრეგვაძემ არაგვის ხიდზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მან დაპირისპირებაში ჩართული პირების რაოდენობა დაასახელა, თუმცა სახელები და გვარები არ დაუსახელებია.

ბრალდებულების ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოზე სიმართლე ილაპარაკა.

თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ იაკობ ბრეგვაძემ სასამართლო პროცესზე სრული სიმართლე ისაუბრა.

"პირდაპირ აღიარა, რომ არავის ამოცნობა არ შეუძლია, არავისთვის ხელისდადება არ შეუძლია, ვინაიდან არ დაუნახავს არავინ. დღეს მან ილაპარაკა სიმართლე, როგორც იქნა,"-აღნიშნა თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ბრეგვაძემ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გარკვეულწილად აღიდგინა 18 ივნისის ღამეს განვითარებული კადრები.

"სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, გარკვეულწილად, აღიდგინა ის კადრები, რაც იმ საღამოს იქ მიმდინარეობდა. კონკრეტული პირების ამოცნობას ადგილი არ ჰქონია. ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ სხვადასხვა მოქმედებებს, იცის მხოლოდ მოქმედებებით, მათი სახელები და გვარები მან არ იცის,"-აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

მომდევნო სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 იანვარს არის ჩანიშნული.

დღის ამბები