ჩოხატაურის მერიასთან აქციის მონაწილეებმა ბიბლია და ყურანი მიიტანეს
14-01-2021 16:50
დღეს ჩოხატაურის მერიასთან აქციის მონაწილეებმა ბიბლია და ყურანი მიიტანეს. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ორივე წმინდა წიგნი ხელში ერთად ეჭირა - ამ ჟესტით მოხდა დემონსტრირება, რომ სხვადასხვა კონფესიის მოსახლეობას თანაცხოვრება შეუძლიათ.