ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრა დაიწყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბაზაზე რუსეთის მიერ წარმოებული ვაქცინის 500-ს დოზას გამოიყენებენ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ტარდება.
რუსეთის სამხედრო ბაზის 200-მდე მოსამსახურე აცრეს ოკუპირებულ ცხინვალშიც. რუსული ვაქცინის გაკეთების მზაობას გამოთქვამს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც.
შეგახსენებთ, რუსული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული არ არის.