ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა ჩასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთ ბინაში ძლიერი დაკვამლიანება იყო. ადგილზე მისულზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა ხანძრის ლიკვიდრება დროულად შეძლეს, თუმცა მათ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
რა გახდა 39 წლის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამას ექსპერტოზა დაადგენს.
მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროგამაცხელებმა გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.