26 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს

პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი კა-2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს. ექსპედიციაში მონაწილეობას 48 მთამსვლელი იღებდა, რომელთა უმეტესობა ნეპალიდან იყო.

ზამთარში ამ მწვერვალზე ტემპერატურა ხშირად -60 გრადუსამდე ეცემა, ქარის სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს, რის გამოც აქამდე მწვერვალი ზამთარში არავის დაულაშქრავს. ექსპედიციის დროს ესპანელი მთამსვლელი, სერგი მინგოტე დაიღუპა.

მწვერვალის სიმაღლე 8 611 მეტრს შეადგენს. ის პაკისტანსა და ჩინეთს შორის მდებარეობს და ჰიმალაის მთების სისტემას ეკუთვნის.

დღის ამბები