19 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო

ზაზა გახელაძე უკვე 6 თვეა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. სოკოს საკრეფად წასული 33 წლის მამაკაცი 11 ივლისს ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ბრალი წაუყენეს.

ამ დრომდე მისი ოჯახი ამბავს ცხელი ხაზით და წითელი ჯვრის დახმარებით იგებს. ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო.

მუხლი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს დე ფაქტო რეჟიმმა წაუყენა, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - ე. წ. საზღვრის დარღვევა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა.

დღის ამბები