02 მაისი 2024,   05:02
ვრცლად
მკვლელობა და გვარებს შორის დაპირისპირების საფრთხე - როგორ უნდა მოხდეს გაურგაშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის შერიგება და სისხლის აღების თავიდან აცილება

პანკისის ხეობაში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიცია უკვე მეორე დღეა, იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობისთვის 46 წლის მამაკაცს ეძებს.

სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებებს რელიეფი და ტყე ართულებს, ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ძებნილი პირის პოვნა გაუჭირდეთ, რადგან ხიზირ გაურგაშვილმა მიმდებარე ტერიტორია კარგად იცის და მიმალვას მოახერხებს. 

პანკისის ხეობაში ახლა ყველა გამოძიებას ელოდება. იმედი აქვთ, რომ დამნაშავე დაისჯება და ქისტური წესის შესრულება სისხლის აღებით საჭირო არ გახდება.

ცნობილია, რომ სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი უხუცესები მაინც შეიკრიბებიან, იმსჯელებენ დანაშაულზე და იმაზე, რომ ოჯახებს შორის პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდეს.

ხეობაში თითქმის ყველას ერთი აზრი აქვს, რომ ქავთარაშვილები და გაურგაშვილები უნდა შერიგდნენ.  

დღის ამბები