01 მარტი 2021,   04:50
ვრცლად
კასპში, ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

კასპში, ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს, გორის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულს ბრალი 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. გიორგი მენაბდიშვილი ბრალს არ აღიარებს. 

დაკავებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამოიყენა პატიმრობა. დაცვის მხარე გავასაჩივრებთ მოსამართლის განჩინებას,"- აცხადებს დაკავებულის საზოგადოებრივი დამცველი ქეთევან გაგლოევა.

გამოძების ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებული მამაკაცი კასპში, ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე ორი დღის წინ შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

დღის ამბები