19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1550 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  1550 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 249 465-ს აღწევს.

COVID-19-ისგან გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 15-ს შეადგენს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2 973 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 494 პაციენტი განიკურნა. ა დროისთვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 235 130-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით.

დღის ამბები