09 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
ნატოს აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს

ნატოს, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.

დე ფაქტო უწყება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებს, უარი თქვას ორმაგ სტანდარტებზე და რეგიონის ქვეყნების მეგობრებად და მტრებად დაყოფაზე.

დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, ნატოს ამგვარი სტრატეგია სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში ფეთქებადსაშიშია.

"ნატოს ლიდერი საქართველოსა და უკრაინის უფლებას, თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი, ეჭვქვეშ დაყენებას ფიქრებშიც კი არ უშვებს. სტოლტენბერგის ლოგიკით, არსებობენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ნატოს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და რომლებსაც, მისი აზრით, არ აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ეჭვგარეშეა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა აფხაზეთის რესპუბლიკას ამ უკანასკნელ კატეგორიას აკუთვნებს. საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, თუ როგორი ფეთქებადსაშიშია ნატოს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ. დღეს ეს სტრატეგია დასავლური ალიანსის მიერ საქართველოსთან ერთად გამართულ რეგულარულ წვრთნებსა და თბილისის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება. 2008 წლის მოვლენები ბრწყინვალე შეხსენებას უნდა წარმოადგენდეს ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოსთან ფლირტს და დასავლეთის სამხედრო ბლოკში მის შეყვანას,"- ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები