19 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ჩანაწერის გამოქვეყნების მიზანსაც ვერ ვხდები, რისი თქმა უნდა პროკურატურას, არ ვიცი - ნატალია ილიჩოვას ადვოკატი

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე გენერალური პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე დღეს გავრცელებულ ჩანაწერებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ამ ჩანაწერებში ვერაფერს ვერ ვხედავ ისეთს, რამაც, შესაძლოა, საქმეზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს.

"ნატალია ილიჩავა, 23 წამიან ჩანაწერში საუბრობს იმ საარქივო მასალაზე, რომელიც რომელიღაც კომპიუტერში არსებობს და ამბობს, რომ მას შეეძლო ამის გამოტანა. მე ვვარაუდობ, რომ ეს არის დაკითხვის შემდეგ გაკეთებული ფარული ჩანაწერი. აქ მე საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავ ისეთს, რამაც, შესაძლოა, საქმეზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს. ადამიანი ამბობს, რომ მას შეეძლო რაღაც საარქივო დოკუმენტების აღება, დარწმუნებული ვარ, ეს იმისთვის თქვა რომ მისი პოზიცია უკეთ დაესაბუთებინა. შესაბამისად, ამ ჩანაწერის გამოქვეყნების მიზანსაც ვერ ვხდები, რისი თქმა უნდა ამით პროკურატურას არ ვიცი," - აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე.

დღის ამბები