რა სახის შეზღუდვები შემსუბუქდება 1 თებერვლიდან, უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ ეპიდვითარების სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას აქვს საფუძველი, შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქოს.
"საქართველოში მოხდა ეპიდვითარების სტაბილიზაცია, ასევე, სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება, ამან მისცა მთავრობას საფუძველი, რომ პირველი თებერვლიდან ეტაპობრივად მოხსნას შეზღუდვები. მე ამას ვემხრობი, რადგან ეკონომიკას და ადამიანებს უჭირთ. თუ გვინდა, რომ შეზღუდვები მთლიანად მოიხსნას, დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევასრულებთ რეგულაციებს,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.