19 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ნამდვილად არ დასტურდება ბოკოვის მიმართ წაყენებული ბრალდება - ადვოკატი

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეზე დაკავებული ვასამბეკ ბოკოვის ადვოკატის, ალექსი შაშიკელაშვილის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებს.

მისივე განცხადებით, დაცვის მხარე ჩვენს მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარმოადგენს პოზიციას, რომელიც წაყენებულ ბრალდებას გააქარწყლებს

"ახალი არაფერი თქმულა. ინფორმაცია, რაც დღეს გაცხადდა სასამართლო პროცესზე, საქმის მასალებში წარმოდგენილია. ნამდვილად არ დასტურდება ბოკოვის მიმართ წაყენებული ბრალდება. ჩასატარებელია 2-3 პროცესი კიდევ, სადაც დაცვის მხარე ჩვენს მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარმოვადგენთ პოზიციას, რომელიც წაყენებულ ბრალდებას გააქარწყლებს,"-განაცხადა ადვოკატმა. 

საქმის პროკურორის, მაია სილაგაძის განცხადებით, გიორგი გაბუნიამ, მისი დაცვის წევრებმა და ნიკა გვარამიამ სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, რაც მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდების მხარისთვის.

"გიორგი გაბუნიამ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც მას მიადგა ბრალდებულის მხრიდან მისი უკანონო თვალთვალის და მისი პირადი ინფორმაციის მოპოვების შედეგად. ნიკა გვარამიამ და მისმა დაცვის წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, რაც მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდების მხარისთვის,"-განაცხადა პროკურორმა. 

დღის ამბები