23 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა.

ფერმის მშენებლობაზე 2 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა, აქედან 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი - ფერმერის ინვესტიცია. ახალ ფერმაში ყოველდღიურად 4 ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება; ფერმაში 20 ადგილობრივია დასაქმებული. შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობას აძლევს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის დაწყების და განვითარებისკენ მიმართონ.

დღის ამბები