19 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
მეუფე გერასიმე, ცხინვალში რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახურების მიერ წირვის ჩატარებას კანონიკური სამართლის დარღვევად აფასებს

საპატრიარქოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ცხინვალში რუსული ეკლესიის მღვდელმსახურების მიერ წირვის ჩატარებას ეხმაურება და ამას კანონიკური სამართლის დარღვევად აფასებს.

საუბარია 7 და 19 იანვარს ჩატარებულ მღვდელმსახურებებზე. როგორც მეუფე გერასიმე ამბობს, საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში იმსჯელებენ, თუ რა მექანიზმით შეიძლება ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მსგავსი ფაქტების აღკვეთა. მისივე თქმით, საპატრიარქოდან რუსეთში გაგზავნილ საპროტესტო წერილზე პასუხი არ მიუღიათ.

ამასთან, მეუფე აფხაზეთში ქართული ტაძრების მდგომარეობასა და იქ არსებულ ვითარებაზეც საუბრობს. მისი თქმით, საპატრიარქო აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით მუშაობას და რუსეთის საპატრიარქოსთან კომუნიკაციას გეგმავს.

დღის ამბები