01 მარტი 2021,   20:25
ვრცლად
პანკისში მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას არ დააყენებს

პანკისში მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი გააცნეს. მამაკაცს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება - ის დანაშაულს აღიარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ დუისში კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ადგილზე აცხადებენ, რომ ბრალდებული მეზობელს მხოლოდ იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მან მამის გარდაცვალება არ მიუსამძიმრა.

ბრალდებულის ადვოკატის ლალი ჩოდრიშვილის განცხადებით, ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ემხრობიან. 

"ეს არის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, თავს ცნობს დამნაშავედ. პოზიცია აქვს, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ეს დანაშაული, თუმცა, მიზეზი გამოკვეთილი და დაზუსტებული არ არის.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებაზე ჩვენს პოზიციას, შუამდგომლობა იქნება პატიმრობა და ჩვენ არ გვექნება ალტერნატიული შეთავაზება გირავნობის გამოყენების შესახებ. მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში არის გარკვეული წესები, რომელი, შესაძლებელია, საზიანო იყოს ბრალდებულისთვის,"- განაცხადა ადვოკატმა. 

დღის ამბები