ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში სულ ინფექციის 254 822 შემთხვევაა დადასტურებული.
კოვიდინფექციით ქვეყნის მასშტაბით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში კი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 096-ს შეადგენს.
კორონავირუსი კიდევ 1 050-მა ადამიანმა დაამარცხა და ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 244 446 გახდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 349 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით.