19 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც - ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს როგორც თავად, ასევე მისი ოჯახის წევრებიც. 

როგორც ლევან რატიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ვაქცინა უნდა გახდეს ეფექტური ბრძოლის საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ:

"სამყაროში საბედნიეროდ შეიქმნა ვაქცინა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაავადება იქნას თავიდან აცილებული.  მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, სამეცნიერო საზოგადოება, ბიოტექნოლოგიური ცენტრები გვეუბნებიან, რომ ეს არის სარწმუნო ვაქცინა. მე უცილებლად გავიკეთებ, ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ. ნებისმიერმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ავტოაუტანლობა, ანუ ალერგიული რეაქციები,"- განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები