ქუთაისში აქციაზე კარავი გაშალეს. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტების აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობს. მათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქტივისტები ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებს ახსენებენ პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან.