28 თებერვალი 2021,   10:12
ვრცლად
ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ხვალ დაკავებულები გაათავისუფლონ

ხვალ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესია. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მოსამართლემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და დაკავებულები გაათავისუფლოს. ორივე დაკავებული დღეს ადვოკატმა ციხეში მოინახულა.

"დღევანდელი ვიზიტი ეხებოდა ხვალიდნელ პროცესს, იგივე აღკვეთის ღონისძიების და იმ შუამდგომლობის, რაც ჩვენ უნდა დავაყენოთ მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ივერი მელაშვილი მზად არის გამოყენებული იყოს ნებისმიერი ღონისძიება აღკვეთის, გარდა პატიმრობისა. მზად არის პასპორტი ჩააბაროს, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, რასაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. არსებული მტკიცებულებებით ნამდვილად არის საფუძველი პატიმრობის, აქედან გამომდინარე, გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის მოხსნასთან დაკავშირებით და მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს პოზიციას,"-აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

"ივერი მელაშვილისთვის სამწუხაროა ერთადერთი ფაქტი, რომ პროკურატურა ასაჯაროებს მოლაპარაკების დეტალებს, რომელიც დააზიანებს შემდგომ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან, იმიტომ, რომ ეს შიდა საუბრები, რომელიც მას ჰქონდა როგორც ბატონ გოგი მანჯგალაძესთან, ასევე მიქელაძესთან, ეხება იმ დეტალებს, რომელიც მხოლოდ ქართული მხარისთვის უნდა იყოს ცნობილი. მნიშვნელოვნი მოთხოვნაა, რომ ადამიანებმა უნდა დატოვონ საპატიმრო, რადგან არც აქამდე არსებობდა და ხვალისთვის აღარ არსებობს საფუძველი, რომ დარჩნენ პატიმრობაში და შემდეგ უკვე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ შეწყდეს ეს საქმე,"-აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

დღის ამბები