27 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
ხანძარს ებრძვიან ქობულეთში - ცეცხლი მთის ფერდზე ეკალბარდებს გაუჩნდა

ხანძარს ებრძვიან ქობულეთში. სოფელ ზინეთში ცეცხლი მთის ფერდზე ეკალბარდებს გაუჩნდა.

რთული რელიეფის გამო ადგილზე ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს და 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.

ქრობის პროცესს ართულებდა ძლიერი ქარიც. ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დამწვარია დაახლოებით ორი ჰექტარი ფართობი.

დღის ამბები