25 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის წევრის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის წევრის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა.

50 წლამდე ქალის ცხედრის გამოკვლევა, სამცხე-ჯავახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში ჩატარდა.

ქალი ახალქალაქში ხიდიდან გუშინ გადახტა. ყოფილი დეპუტატის თქმით, სიკვდილის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლაა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები