20 აპრილი 2024,   01:54
ვრცლად
ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინციდენტის დროს ახლაგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გვიან ღამით სოფელ შილდაში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ქვეითად მოსიარულე გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები