24 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ბაზრობების გახსნა - ამ მოთხოვნებით აქცია ქუთაისში გაიმართა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ბაზრობების დაუყონებლივ გახსნა და მოსახლეობის ვაქცინაცია - ამ მოთხოვნებით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც სავაჭრო ცენტრის და ბაზრობის თანამშრომლები ამბობენ, ტრანსპორტის გაჩერებამ მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია. ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში კი ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ხელისუფლებამ ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაწირა.

მათივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა ამუშავდეს ტრანსპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზრობის გახსნას აზრი არ აქვს და ვერ იმუშავებენ.

დღის ამბები