01 მარტი 2021,   19:47
ვრცლად
გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის - დავით გარეჯის საქმის პროკურორი

დავით გარეჯის საქმის პროკურორის განცხადებით, მთელი აქცენტი გამოძიების მიმართულია სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის.

პროკურორის თქმით, დადგენილია საქმის მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებით. 

"ჩვენ მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი, გავასაჯაროეთ და ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად, ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის მთელი აქცენტი გამოძიების მიმართულია სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს საგამოძიებო ორგანო," - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

 

 

დღის ამბები