01 მარტი 2021,   12:09
ვრცლად
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობაა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების ნაწილში

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარის არგუმენტი იყო ის რომ საგამოძიებო ქმედებები ყველა მიმართულებით ამოწურულია და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე  ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.

გენერალური პროკურატურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის 30-30 000 ლარიან გირაოს და საგამოძიებო უწყების გარეშე, ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა.  

მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ბრალდებას არ ეთანხმება.

 

დღის ამბები