19 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
რუსმა ოფიცერმა თქვა, რომ ნასროლი გამიზნულად არ იყოო და ეს ცვლის გარემოებებს - ზაზა გახელაძის მეუღლე

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის საქმეზე ცხინვალში ე.წ. სასამართლოს სხდომა დასრულდა. საოკუპაციო რეჟიმი გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის შესახებ 5 თებერვალს გამოაცხადებს, დღეს ჩვენება უნდა მიეცა ერთ-ერთ პოლიციელს, რომლის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაშიც ადანაშაულებენ ზაზა გახელაძეს.

ზაზა გახელაძის მეუღლის თქმით, მათ დღევანდელი ე.წ სასამართლო პროცესის დეტალები არ იციან, თუმცა იმედი აქვთ, რომ ზაზა გახელაძე სახლში დაბრუნებას შეძლებს. როგორც ირმა ბუთხუზი ამბობს, არსებობს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის ჩვენება, რომელმაც საქმის გარემოებაზე შესაძლოა დადებითად იმოქმედოს:

"არ ვიცით დღეს რაზე იყო საუბარი და სასამართლო რას შეეხებოდა, იმედს არ ვკარგავთ დაბრუნების. უცნობია საბოლოო განაჩენი რა იქნება. რუსმა ოფიცერმა თქვა, რომ ნასროლი გამიზნულად არ იყოო და ეს ცვლის გარემოებებს," - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ზაზა გახელაძის დედა ამბობს, რომ ამანათი რომელიც დეკემბერში გაუგზავნეს მის შვილს ჯერ კიდევ არ მიუღია.

ზაზა გახელაძეს, უკანონო ბრალდება, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. დე ფაქტო ხელისუფლება მას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გარდა, ბრალს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში სდებს.

დღის ამბები