08 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
პოლიტიკური პატიმრობა დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა პოლიტიკური დევნა - ნუგზარ წიკლაური

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება კარგია, თუმცა ამით მათ მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა არ შეწყვეტილა. 

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იმის დასტურია, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. 

"მათი გამოშვება არის, ცხადია, კარგი, მოხარული ვარ ამის გამო, მაგრამ პოლიტიკური პატიმრობა დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა პოლიტიკური დევნა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს დააკისრეს გირაო და ისინი დაელოდებიან განაჩენს სახლებში.  

ჩვენ გვესმოდა პროკურატურისა და "ქართული ოცნების" წევრების განცხადებები, რომ ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები, მათ გადასცეს აზერბაიჯანს ძირძველი ქართული მიწა, იქ ასახელებდნენ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ ნაწილებს და იყო აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა გაუგონარი ეროვნული ღალატი. ახლა მინდა ვკითხო მათ: 20-20 ათასი ლარის გირაო შესაძლებელია, რომ საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ქვეყნის ასეთი დამაქცევრები გამოუშვან პატიმრობიდან? ხომ სრულიად ცხადია, რომ ეს თავიდანვე იყო პოლიტიკური სამართალი და იყო გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და მათთვის სხვა ტიპის პრობლემების შესაქმნელად,"-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

დღის ამბები