19 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
სიმსივნის მკურნალობისა და სამეცნიერო კვლევებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორი ციკლოტრონი განთავსდება - მიხეილ ჩხენკელი 

განათლების მინისტრი არქიტექტურული ბიუროს იდიომისა და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცენტრის მშენებლობისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. ცენტრი საქმიანობას 2024 წლიდან უნდა შეუდგეს.

"ფუნქციონირებას დაიწყებს აგრონული თერაპიის ცენტრი სადაც განთავსდება ორი ციკლოტრონი, ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო კვლევით პროცესს," - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

"კომპანია "IBA​"  არის ლიდერი მსოფლიოში ადრონული ამაჩქარებლების წარმოებაში, სწორედ ამიტომ ავარჩიეთ სწორედ ეს კომპანია, მათ უკავიათ მსოფლიო ბაზრის 60 %  მეტი შესაბამისად ეს არის ძალიან გამოცდილი ცენტრი და მსოფლიოს უმეტესობა, რაც ამ დარგში არსებობს ფუნქციონირებს სწორედ მათ მიერ წარმოებული ტექნიკით.

ხოლო კომპანია "ენდომი" განთქმული არის იმითი, რომ დაპროექტებული აქვს ის შენობები სადაც თავსდება აღნიშნული ტიპის დანადგარები და მოგეხსენებათ, რომ ამ დანადგარებს სჭირდებათ სპეციალიზირებული არქიტექტურა" - აღნიშნა ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

"მოხარულები ვართ, რონ ვიღებთ მონაწილეობას ამ პროექტში, რომელიც 2 კომპონენტს შეიცავს, კლინიკურს პაციენტების მკურნალობასა და კვლევას მომავალში ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობას  მოგვცემს.  ჩვენი ვიზიტის ფარგლებში მოვინახულეთ ტერიტორია, შევჯერდით დეტალებზე, შევხვდით დიზაინერებს, ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლებს, ტექნიკურ პერსონალს და გვჯერა, რომ პროცესი გეგმის მიხედვით განხორციელდება," - აღნიშნა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი კომპანიის "IBA" პროექტების მენეჯერმა კარლოს გუერრა სიმოესმა.

დღის ამბები