19 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ექიმები და შესაბამისი სტრუქტურები არ უნდა ავყვეთ პოპულისტურ მოსაზრებებს, რომ დღესვე, ერთად მოიხსნას ყველა რეგულაცია - თენგიზ ცერცვაძე

მოსახლეობა და მცირე ბიზნესი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს, სარესტორნო ბიზნესი 24 საათიან ბოიკოტის რეჟიმს აცხადებს.

რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

"არც ჩვენ, ექიმები და შესაბამისი სტრუქტურებიც, არ უნდა ავყვეთ პოპულისტურ მოსაზრებებს, რომ დღესვე მოიხსნას ყველა რეგულაცია ერთად. ამით იგივე მოსახლეობა, რომელიც შეჭირვებულია, კიდევ უფრო დაზარალდება. რეგულაციები უნდა მოიხსნას ეტაპობრივად და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირბადეების ხმარება არის მნიშვნელოვანი,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები