სამეგრელოში სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მისი სახლიდან ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიების ვერსიით, ის არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის წევრზე ძალადობდა, ადგილი ჰქონდა მუქარას.
37 წლის პირი სენაკში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.