კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმება გრძელდება.
სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში 815 ფაქტი გამოავლინა.
ყველაზე მეტი, 688 ადამიანი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.
ფინანსური სანქცია დაეკისრათ მოქალაქეებს, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.