ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9056 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5490, PCR ტესტით - 3566.
საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 258351-ს აღწევს.
კორონავირუსისგან კიდევ 681 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 249709-ია.
კორონავირუსისგან კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3194 ადამიანი ემსხვერპლა.