19 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ფოთში შუახნის მამაკაცი და მისი მომვლელი ქალი გაგუდული ნახეს

უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში.

ჭანტურიას ქუჩაძე, მრავალსართულიან კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მომვლელი ქალი გაგუდული იპოვეს.

მეზობლების ინფორმაციით 40 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა  და მასთან მომვლელად ნათესავი დადიოდა.

სავარაუდოდ, ცეცხლი გასათბობ ლეიბს გაუჩნდა და ძლიერი დაკვამლიანების შედეგად, ორივე გაიგუდა.

ცხედრები ამ დროისათვის, ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 188  მუხლუს მე-2 ნაწილით.

დღის ამბები