"დღის კურიერის" ეთერში ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიც ცერცვაძე ფაიზერის ვაქცინის გვერდით მოვლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვაქცინას გვერდითი მოვლენები თითქმის არ აქვს.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, პირველ რიგში აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი 75 წელს გადაცილებული ადამიანები.
"გვერდითი მოვლენები ყველა მედიკამენტს და ყველა ვაქცინას აქვს, თუმცა ეს გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია ამ ვაქცინის დროს. ის შეიძლება გამოვლინდეს ინექციის გაკეთების ადგილზე, წვის და ქავილის სახით, ასევე, შესაძლოა, ვაქცინა გაკეთებულმა ადამიანმა თავი შემდგომ დღეებში შეუძლოდ იგრძნოს.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს მძიმე ფორმით ალერგიული ფონი, ანაფილაქსიური შოკი, რომელსაც თუ დროზე არ მივიღეთ ზომები, შესაძლოა, სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე.
მსოფლიოში, ჯერჯერობით, არცერთ განვითარებად ქვეყანას ეს ვაქცინა არ მიუღია. ჩვენი ქვეყანა არის პირველ ხუთეულში, განვითარებადი ქვეყნების, ვინც ამ ვაქცინას მიიღებს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგია.
პირველ რიგში, ეს ვაქცინა უნდა გაიკეთონ ექიმებმა, შემდეგ 75 წელს გადაცილებული პირები, შემდეგ 65 წელს გადაცილებული პირები და ა.შ სანამ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის 60%-ის ვაქცინაცია,"-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.