ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოსვლის შემდეგ, თუკი მოქალაქეებს გვერდითი მოვლენები დაუფიქსირდებათ, პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.
მისივე განმარტებით, აქ იგულისხმება, რომ მზადყოფნაში იყოს მედპერსონალი და ხარჯები, რაც ამისათვის იქნება საჭირო გაღებული იყოს სახელმწიფოს მიერ.
"სახელმწიფომ ამაზე ოფიციალურად აიღო პასუხისმგებლობა, ისევე როგორც მწარმოებელმა. იქ პასუხისმგებლობები გაყოფილია, თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა მწარმოებლის მიზეზით, მაშინ პასუხისმგებლობას თავად ის იღებს. სხვა შემთხვევაში კი, პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტროა. ეს ნიშნავს იმას, რომ გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, სახელმწიფო პასუხისმგებელია მზადყოფნაში იყოს მედპერსონალი და ხარჯები, რაც იქნება საჭირო გაღებული იქნება სახელმწიფოს მიერ," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.