ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით ჰოსპიტალურ სექტორში მნიშვნელოვანი განტვირთვაა. კლინიკებში მკურნალობას გადის 2384, აქედან 153 არის რეანიმაციაში, 553 კი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას.
"შემთხვევების შემცირებასთან ერთად ბუნებრივია განტვირთვა საკმაოდ სერიოზულია ჰოსპიტალურ სექტორში, დღევანდელი მდგომარეობით 2384 კოვიდდადასტურებული პაციენტია კლინიკებში. 142 არის ტრიაჟის ეტაპზე, 153 არის რეანიმაციაში 559 კი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით ტესტირების პროგრამა ინტენსიურად მიმდინარეობს და სამიზნე ჯგუფები ფართოვდება, მინისტრის მოადგილის თქმით, მარტის თვეში ტესტირებას დაექვემდებარება მოლებში დასაქმებული პირების ნაწილი და პედაგოგიური პერსონალი.