19 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში, მოსახლეობის ის ძირითადი მასა აიცრება, რომელიც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში მოსახლეობის ის რაოდენობა აიცრება ვაქცინით, რომელიც ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე დიდ გავლენას მოახდენს. 

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გვიანი გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში მოვახდენთ იმ ძირითადი მასის მოსახლეობის აცრას, რომელიც შემდგომში იქონიებს ძალიან დიდ გავლენას ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში"".

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს და საქართველოში მიიღებს ყველა იმ ვაქცინას, რომლებიც შემდგომ ეტაპზე მიიღებენ  შესაფერის სერტიფიკატს უსაფრთხოების გარანტიისთვის. 

დღის ამბები