საოკუპაციო ხაზთან გატაცებული რამაზ ბეღელური კვლავ ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით წაიყვანეს.
ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.