18 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
ფოთში მომხდარი მკვლელობა - გარდაცვლილი 45 წლის მამაკაცი გურამ ახალაიაა

ფოთში მომხდარი მკვლელობა - "კურიერმა" გაარკვია, რომ გარდაცვლილი 45 წლის მამაკაცი გურამ ახალაიაა. მას 4 ცეცხლნაკვეთი ჭრილობა აქვს მიყენებული, ერთ-ერთი სახის არეში აღენიშნება.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავეს, მომხდარის მოტივად კი ძმის მკვლელობის გამო შურისძიება სახელდება. "კურიერის" ინფორმაციით, საქმე ეხება 2006 წელს მომხდარ ინციდენტს.

მკვლელობა ფოთში დღისით შსს-ს მომსახურების სააგენტოს შენობასთან მოხდა. 

დღის ამბები