05 სექტემბერი 2026,   18:58
ვრცლად
"ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში იმყოფება

"ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში იმყოფება. გოგოლაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარება, 90-იან წლებში აშშ–ის ცენტრალური სააგენტოს აგენტის ფრედი ვულდროფის საქართველოში მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ელდარ გოგოლაძემ გამოკითხვის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი გამოძიების დაწყებას ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს უკავშირებს:

"გამოძიებას მის მიმართ კითხვები არ გასჩენია 8 წლის განმავლობაში ამ ინტერვიუს გასვლამდე, მას შემდეგ რაც ეს ინტერვიუ გავიდა სატელევიზიო ეთერში მოხდა მისი დაბარება მოწმის სახით," - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

დღის ამბები