ქუთაისში დევნილებისთვის კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სამსახურიდან ახსნა განმარტების გარეშე გათავისუფლებას აპროტესტებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება მათი მხრიდან გამოთქმულ პროტესტს მოჰყვა.
აქციის მონაწილეთა თმით, ისინი თვეების განმავლობაში არაადამიანურ პირობებში მუშაობდნენ, არ ჰქონდათ დასვენების დღეები და ვერც ზეგანაკვეთური სამუშაოების გამო იღებდნენ დამატებით ანაზღაურებას.
ქუთაისში კორპუსებს დევნილი მოსახლეობისთვის კომპანია "კრეატივი" აშენებს საიდანაც, მათ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებების არ არავინ გამოხმაურებია. გათავისუფლებული მშენებლები კი კრეატივის" გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.