19 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ქართველი გმირების ამბავი, რომელიც მსოფლიომ გაიგო - კვირას "რუსთავი 2"-ზე ფილმ "შინდისის გმირების" სატელევიზიო პრემიერმა შედგება

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" დიდი პრემიერის სამზადისშია. სატელევიზიო სივრცეში პირველად, კვირას 7 თებერვალს 21:00 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე, "რუსთავი 2"-ზე დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი" დაიწყება. ეს არის ამბავი, რომელიც მსოფლიომ გაიგო.

ამბავი ქვეყნის უახლესი წარსულიდან, აგვისტოს ომის დროს რუსულ არმიასთან მებრძოლ 22 ჯარისკაცზე და სოფლის მაცხოვრებლების თავდადებაზე.

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი შემოქმედებითმა ჯგუფმა 27 დღეში გადაიღო.

"შინდისმა" არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ჰოლივუდში მოიპოვა აზიური ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო და 2019 წელს "შინდისი" წარდგენილი იყო ოსკარზე, საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში.

 

 

 

 

 

დღის ამბები