03 სექტემბერი 2026,   19:19
ვრცლად
ჩხოროწყუს მერიის შიდა აუდიტმა მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს შესაძლო დასუფთავების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ჩხოროწყუს მერიის შიდა აუდიტმა მერიის შენობაში მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს შესაძლო დასუფთავების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უთხრა.

ჯანო პერტაიას ინფორმაციით, დასკვნები, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაიდება და ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები შეხვდნენ და საკითხზე რეაგირება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ისინი მერის გადადგომის მოთხოვნით პეტიციის შედგენასაც გეგმავენ.

გამოძიება მოსწავლეების მიმართ სავარაუდო იძულების ფაქტზე 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები