19 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ომბუდსმენის აპარატმა 11 წლის გოგონას ნიშნობის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. საუბარია ვიდეომასალაზე, სადაც ასახულია 11 წლის გოგონას ნიშნობა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც სამართლდამცველებს მიაწოდეს. არასრულწლოვნის შესაძლო ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები