19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
829 ინფიცირებული, 566 გამოჯანმრთელებული და 8 გარდაცვლილი - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 263 057 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 566 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 254 916 შეადგინა.

კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3 306 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 331 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12 700, PCR ტესტით - 5 631.

8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3,74%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 3,63%.

301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2 149 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში 430.

დღის ამბები