04 სექტემბერი 2026,   02:38
ვრცლად
"ლელო" კოვიდვაქცინის საქართველოში შემოტანის შესახებ მიმოწერის გასაჯაროებას მოითხოვს

"ლელოს" ულტიმატუმი მთავრობას - პარტიაში ამბობენ, რომ ვაქციანციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და პროცედურები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არ არის გამჭვირვალე. ამიტომ, ანა ნაცვლიშვილი შესაბამისი უწყებებისგან მიმოწერის გასაჯაროებას ითხოვს.

"ლელოში" ამბობენ, რომ მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს მათ შორის "კოვაქს" პლატფორმასთან დაკავშირებული მოლაპარაკების დეტალები და ის, თუ როდის დაიწყება ვაქცინაცია.

პარტია დოკუმენტაციის გამოსაქვეყნებლად, მთავრობას 10 დღიან ვადას აძლევს, რის შემდეგაც, მოთხოვნით უკვე საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.

"მოვითხოვ საქართველოს სახელწიფო ინსტიტუტებიდან ყველა ოფიციალური მიმოწერის გასაჯაროებას, ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. დღეს მე ამის შესახებ ყველა სახელმწიფო უწყებაში ვაგზავნი წერილს, მათ 10 დღიანი ვადა აქვთ ინფორმაციის მოსაწოდებლად. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ინფორმაციის დაფარვას შეეცდებიან, სამართალწარმოებას დავიწყებთ,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.

 



 

დღის ამბები