დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან მოზარდებსა და ბავშვებში გამოყენებისათვის არც ერთი არ არის დაშვებული.
მისივე განცხადებით, დღეს არსებული ყველა ვაქცინა მხოლოდ 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაა რეკომენდებული.
"ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება, 18 წლიდანაა რეკომენდებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არც ერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში," - განაცხადა გამყრელიძემ.